მარადონა: იკარდის ნაკრებში თამაში ძანეტის დამსახურებაა

AutoSharing Option
ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს დიეგო მარადონას მიაჩნია, რომ მილანის "ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი არგენტინის ნაკრებში თამაშს არ იმსახურებს:

"დღევანდელი ალბისელესტეს მდგომარეობა მაშფოთებს. ვფიქრობ, მწვრთნელს ხორხე სამპაოლის უკეთესი ფეხბურთელების მიწვევა სჭირდება. იკარდი იხმო, გონია ახალი ბატისტუტა იპოვა და იგუაინის იგნორირება მოახდინა.

იკარდი ნაკრებში მხოლოდ იმიტომაა, რომ "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ უშუამდგომლა. ერთხელ ეროვნული გუნდის ყოფილ მწვრთნელს ედგარდო ბაუსას ვესაუბრე და მითხრა, რომ მაუროს მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ დაურეკა და თანამეცხედრის მიწვევა მოსთხოვა. გაგიჟებული იყო კაცი".
ასევე დაგაინტერესებთ