მარტინ ედეგორს მადრიდის "რეალმა" კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
18 წლის ნორვეგიელ ნახევარმცველ მარტინ ედეგორს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი გაისად უმთავრდება. ამბობდნენ, სამი სეზონით გაუხანგრძლივებენო, მაგრამ ეტყობა ჰოლანდიის "ჰერენვენში" განათხოვრებული მარტინის თამაში არ მოეწონათ და შრომითი ხელშეკრულება მხოლოდ წლინახევრით გაუგრძელეს.

ცნობისათვის, ნიდერლანდების გასულ ჩემპიონატზე ედეგორმა 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამ სეზონში კი 3 შეხვედრაში თავი არაფრით გამოუჩენია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული