მოკლედ, ეს ზიკუ ამტკიცებს, რომ ბრაზილიელი მცველი მაიკონი კვირაობით მუდამ თვრებოდა და ორშაბათს უქეიფოდ გახლდათ, მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კი მის მიმართ უჩვეულო დათმობაზე მიდიოდა და დილის ვარჯიშს საღამოს ატარებდა.
მაიკონმა "ინტერი" 2012 წელს დატოვა, ჯერ "მანჩესტერ სიტიში" ასპარეზობდა, შემდეგ "რომაში", ხოლო კარიერის დასასრულს სამშობლოში დაბრუნდა.