ფრანკ დე ბური ინგლისში ქალიშვილთან დარჩა

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსში“ ექვსწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ ჰოლანდიელმა ფრანკ დე ბურმა მილანის "ინტერი“ 2016 წლის 9 აგვისტოს ჩაიბარა, სამსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მაგრამ გენუაში "სამპდორიასთან“ 1:2-ზე დამარცხებიდან ორ დღეში, 1 ნოემბერს მოხსნეს და კომპენსაციის სახით 1 მილიონ ევროზე მეტი აიღო.

ფრანკს ამა წლის 26 ივლისს ლონდონის "კრისტალ პალასმა“ გაუფორმა სამსეზონიანი შრომითი ხელშეკრულება, თუმცა პრემიერლიგაზე მისმა გუნდმა ოთხივე სასტარტო შეხვედრა წააგო, თან გოლი არ გაუტანია, რაც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში უკანასკნელი 93 წლის მანძილზე ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელია და გადააყენეს. მან პოსტზე მხოლოდ 78 დღე
გაძლო, ესაც პრემიერლიგის ანტირეკორდია და რა თქმა უნდა, პირისსაგამტეხლოს იქაც აიღებს.

დე ბური ინგლისიდან სამშობლოში არ დაბრუნებულა, რადგან მისმა ქალიშვილმა ჯეკიმ კემბრიჯში ინგლისურის ექვსთვიან კურსებზე ჩააბარა და მასთანაა. ამას წინათ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამაყობს თავისი გოგონათი და წარმატებებს უსურვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული