"როდესაც გუნდი ჩავიბარე, იკარდი კაპიტანი იყო და გადავწყვიტე, არაფერი არ შემეცვალა.
მინდა გითხრათ, რომ მაუროსთან პრობლემა არასოდეს არ მქონია. ის ძალიან მიყვარს როგორც ფეხბურთელი. სერია A-ს 187 მატჩში 109 გოლი გაიტანა, რითაც თავისი კლასი დაამტკიცა.
მიუხედავად ამისა, ნამდვილ ლიდერად სამირ ჰანდანოვიჩს ვთვლი", - განუცხადა ჰოლანდიელმა Algemeen Dagblad-ს.
დე ბური ნერიაძურის სათავეში 2016 წელს ედგა და მხოლოდ 14 მატჩში უხელმძღვანელა.