შვედმა ფეხბურთელმა ნაბახუსევზე 21 გოლი გაიტანა

AutoSharing Option
შვედეთის მეექვსე დივიზიონის მატჩში კლუბ "ესკილსტუნას" ფორვარდმა სებასტიან ნიგარდმა 21 გოლი (!) გაიტანა "ესტერმალმას" კარში. მისმა გუნდმა შეხვედრა 28:3 მოიგო.

"მატჩის შემდეგ მითხრეს, რომ 21 გოლი გავიტანე. ეს დაუჯერებლად ჟღერდა, - განაცხადა Aftonbladet-თან კომენტარში ნიგარდმა. - მართლა არ ვიცოდი, თუ ამდენი გოლი გავიტანე. საოცარი გრძნობაა. როგორც ჩანს, ჩვენი ყველა შეტევა გოლით სრულდებოდა. მატჩის დროს მეტოქემ მეკარე შეცვალა, მაგრამ მას 14 გოლი გავუტანე.

თამაშის წინა დღეს წვეულებაზე ვიყავი. მწვრთნელს ვუთხარი, რომ ნაბახუსევი რომ არა, 30 გოლს გავიტანდი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეეეე დროზე დაალევინეტ ჯვენ ფექბურტელებს სასმელი იკნებ გვესველოს რამეე დაურიგე კობიასვილო ტიტო ვისკი ყველას
goga
22:25 11-10-2017
0
მაგას მთელი კარიერა არ გამოვაფხიზლებდი.
სოსო
20:54 11-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული