18 წლის ფრანგი Golden Boy-ს მფლობელი გახდა.
გასულ სეზონში მბაპემ "მონაკოს" მაისურით 44 მატჩში 26 გოლი გაიტანა. ზაფხულში ის პსჟ-ში იჯარის წესით გადავიდა. ფრანგებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ, თანხად კი 180 მილიონი ევრო სახელდება.
შეგახსენებთ, რომ Golden Boy-ს ჯილდო ევროპის 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს ეძლევა, რომელსაც იტალიური გამოცემა Tuttosport-ი გადასცემს.