ფიფამ რონალდო მიჯრით მეორედ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად

AutoSharing Option
ლონდონში დასრულდა ფიფას The Best-ის პრემიის დაჯილდოება.

ზედიზედ მეორედ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო აღიარეს, რომელმაც წელს ბლანკოსთან ერთად ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პორტუგალიის ნაკრებს მუნდიალზე გასვლაში დაეხმარა.

გამარჯვებული გამოვლინდა ნაკრებების მწვრთნელების, კაპიტნების, ჟურნალისტების და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად. ყველას 25%-იანი კვოტა ქონდა.

რონალდომ ლიონელ მესისა (ბარსელონა) და ნეიმარს (ბარსელონა/პსჟ) აჯობა.

საუკეთესო მწვრთნელად "რეალის" თავკაცი ზინედინ ზიდანი დაასახელეს. ის ერთადერთია, ვინც საუკეთესო მწვრთნელად და ფეხბურთელად (1998 წელს) მიუჩნევიათ. ზიზუს ჯილდო შარშანდელმა გამარჯვებულმა
კლაუდიო რანიერიმ გადასცა.

საუკეთესო მეკარედ ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების 39 წლის მეკარე ჯიჯი ბუფონი აღიარეს. ის ამ ჯილდოს ყველაზე ასაკოვანი მფლობელია.

წლის გოლად ლონდონის "არსენალის" ფორვარდის ოლივიე ჟირუს მიერ "კრისტალ პალასის" კარში შეგდებული ბურთი მიიჩნიეს.მას ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი გადასცეს.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი "ბარსელონასა" და ჰოლანდიის ნაკრების წევრი ლიკე მარტენსი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Mesim ra icis apxazeti da cxinvali saertod ro arsebobs? Mec minda mag videos naxva an daamtkice ro magas idzaxis da ertad vaginot mere
Liverpuli barselonas supermarketi.
24 ოქტომბერი 2017 17:52
0
გეხვეწებით დამიდეთ ის ვიდეო ან მითხარით სად მოისმინეთ ის, რომ მესიმ აფხაზეთზე და ოსეთზე აქცენტი გააკეთა. მე ბარსაში ვცხოვრობ,მესის ვგულშემატკივრობ და ეგეთი ზხაპარი აქ წავიკითხე პირველად
ika
24 ოქტომბერი 2017 17:09
1
და მერე რაა რომ ბარსაში ცხოვრობ, შენ მეზობლებს უკეთ ეცოდინებათ თუ რაა? ანდა რა მნიშვნელობა აქვს სად ცხოვრობ? მე რომ თბილისში ვარ, ჩემზე უკეთ გაეცნობი ინფორმაციას? მე არ შემითხზავს ეს ლეგენდა, ინტერნეტში იდო და წავიკითხე, რაც შენი თვალით არ გინახავს არაფერი არ დაგიჯერებია არასდროს? რაც არ უნდა გელაპარაკოს ადამიანი არ დაიჯერებ გეტყობა. ჩაციკლულთა კატეგორიისა ხარ...
G E L A
24 ოქტომბერი 2017 17:59
1
ზღაპარია ის რაც არ გინდა რომ დაიჯერო, ამ 2 წლის წინ გამოქვეყნდა ინტერნეტით, ფეისბუქზეე........
G E L A
24 ოქტომბერი 2017 17:51
1
წელს რაც რონალდომ გააკეთა ჩლ-ზე /5ბ ბაიერნთან,3ბ ატლეტიკოსთან და 2 ფინალში/ ასეთი რამე ჯერ არავის გაუკეთებია.ამას დაუმატეთ ნაკრებში გატანილი გოლები.ამის მერე მესის დასახელება წლის საუკეთესო ფეხბურთელად რომლის ბარსამ მხოლოდ ესპანეთის თასი აიღო,ხოლო ჩლ-ზე პლეიოფებში მესი საერთოდ ნული იყო, არაობიექტურია.
Temo
24 ოქტომბერი 2017 13:09
1
ფიფასთვის უბრალოდ უაზრობა გამოდის რომ ერთი და იგივე ფეხბურთელი თუნდაც ღირსეული (და ეს ნაღდად ეგრეა)ყოველ წელს დაასახელონ საუკეთესოდ. საინტერესო აღარ გამოდის და სხვას სტიმულს აკარგვინებს. ამიტომ რონალდუსაც აკვეხებენ. მესი აღემატება დანარჩენ საფეხბურთო სამყაროს და ეს რონალდუმაც კარგად იცის. ასეა ეს :)))
oeee
24 ოქტომბერი 2017 12:55
3
მოიგოს რონალდუმ ოქროს ბურტი აზრი? მაინც ყველამ იცის ვინ არის პირველი, და მესი რატოა არაკაცი?
liverpuli barselonas supermarketi.
24 ოქტომბერი 2017 12:08
4
რატომაა არაკაცი მესი? გიპასუხებ: ჯერ ერთი სეპარატისტული აზროვნების რომაა, იმას თავი დავანებოთ, მაგრამ ეს, რომ ჩვენთან, კერძოდ საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენა ის მათქმევინებს ამ სიტყვებს, მან ბრძანა: " ყველა ერს აქვს თვითგამოხატვის უფლება, მიბაძეთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს"-ო. ახლა გეკითხებით: მაინც კაცური კაცია, რადგან დიდი ფეხბურთელია? რაც
(და ვინც) ჩემ ქვეყანას უარყოფით ასპექტში წარმოადგენს იმას ყოველთვის აქეკვატურად მოვიხსენიოებ, ამჟამად მეტი არაფერი შემიძლია გავაკეთო (ახალგაზრდული წლებისგან განსხვავებით).
G E L A
24 ოქტომბერი 2017 16:40
3
და მაინც მესიიიიი
გიო
24 ოქტომბერი 2017 10:00
6
რა აზრი აქვს ფიფას აღიარებას თქვენთვის, უფრო კომპეტენტურნი ხომ ბარსას და ამ არაკაცი მესის "ბალელშიკები" ხართ? კონკრეტულ მომენტში უკეთესი აღმოჩნდა და აღიარეს კიდეც რონალდუ, როცა მესი იყო უკეთესი ეგ აღიარეს. მესი- ფეხბურთელი, მესი-პიროვნებასთან შედარებით დიამეტრალური განსხვავებაა,
G E L A
24 ოქტომბერი 2017 11:14
7

სიახლეები პოპულარული