"ინდეპენდენტეს" მწვრთნელს ჰოლანს ფულს სძალავდნენ

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, არგენტინის "ინდეპენდენტეს" 57 წლის მწვრთნელს არიენ ჰოლანს გასულ კვირაში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა.

როდესაც ვარჯიშიდან სახლში ბრუნდებოდა, გზა რამოდენიმე ავტომობილით გადაუკეტეს და გუნდის გულშემატკივრებმა 50 ათასი დოლარი მოთხოვეს. ჰოლანმა უარი უთხრა და მოძალადეები დაემუქრნენ, რომ კიდევ დაბრუნდებიან და ფულს მაინც წაართმევენ.

არიენს დახმარებისთვის პოლიცისთვის არ მიუმართავს.

ჰოლანი "ინდეპენდენტეს" წელს ჩაუდგა სათავეში, იქამდე კი სხვადასხვა გუნდებში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

არგენტინის 26-გუნდიან ჩემპიონატზე 6 ტურის შემდეგ "ინდეპენდენტე" 10 ქულით მე-11 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ინფორმაციასსთან საერთოდ რა შუაშია არგენტინის 26-გუნდიან ჩემპიონატზე 6 ტურის შემდეგ რამდენი ქულით რომელ ადგილზეა ინდეპენდენტე???
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული