კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
39 წლის კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელი გახდა, - ამის თაობაზე არგენტინული კლუბი იტყობინება.

"ინდეპენდენტე" ტევესის სამწვრთნელო კარიერაში მეორე გუნდია. 2022 წელს მან "როსარიო სენტრალი" ჩაიბარა, რომელიც 4 თვის შემდეგ დატოვა.

ტევესმა ფეხბურთელის კარიერა 2021 წელს "ბოკა ხუნიორსში" დაასრულა. მას არგენტინის ნაკრებში 76 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული