გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
გლდანს და საქართველოს ყველაზე დიდი რეგიონის შორის სხვაობას ვერ ხედავთ?!
აგრეთვე ამერიკელები ხშირად იტყვიან მე იტალიელი ან ირლანდიელი თუნდაც ჯამაიკელი ვარო
გამსახურდიაც მეგრელი იყო თუმცა აქ არცერთი ხართ მასზე ბუმბერაზი ქართველი
vova kemularia
27 ოქტომბერი 2017 16:21
2
ბწვეი მეგრელი ასე რომ ფიკრობს ცუდია..მეგ.....
martali
26 ოქტომბერი 2017 06:32
0
მინდა შეგახსენოთ, რომ მაგასთან მოლაპარაკებები წარმოებული იყო და გვილიასგან განსხვავებით ფიცხელი უარი განაცხადა. ამ ამბავს ბევრი მიზეზი აქვს , ერთერთი ფული მაგრამ მტავარია, რომ ქართველობა არ ადარდებს. ესაა სიმართლე და მეტი დაწვრილმანება ვგონებ საჭიროც არ არის
გია
01 ნოემბერი 2017 12:16
1
გეთანხმები, ბევრი გვარგადაკეთებული(და არა მარტო)ამღვრევენ წყალს და ცდილობენ ერთი კუთხე მეორეს გადაკიდოს, აშკარად ჩანს ზოგიერთების კომენტარებში თუ კარგად დაუკვირდებით!
ალეკო
27 ოქტომბერი 2017 16:30
0
ისე გვარი რომ გაქვს ქართული ცოტა ჭკუას უნდა დააყოლო რომ რას ამბობ შენ ფესვებზე. როგორც გაზარდეს ცუდმა, არა ქართველმა მშობლებმა ისე ისწავლა. სამეგრელო კუთხეა საქართველოსი და მორჩა. მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია ყველა მეგრელი ფიქრობს რომ ის ქართველი არ არის არამედ მეგრელია ცალკე ერი. 100 ქართლელში ან კახელში ან იმერელში 2 მეგრელი რომ იყოს მაინც ერთმანეთში მეგრულათ ისაუბრებენ. ეს იმიტომ რომ თავის ვითომდა ენა (რომელსაც დამწერლობა არ გააჩნია) გონიათ უპირატესი. არ ეგუება მეგრელი რომ ქართველია და ვერც ვერავინ დააჯერებს ისე აქვთ ნასწავლი 100% დან 99.7%-ს ნასწავლი. გულის სიღრმეში ყველა მეგრელი სეპარატისტია, ეგ არის მწარე რიალობა.
gego
27 ოქტომბერი 2017 10:04
12
გეგე,მე კახელი ვარ,მაგრამ ვისურვებდი,რომ მეგრელებივით ძველი ქართული ფესვები მქონდეს.მე კახელი ვარ და მეამაყება ეს,მეამაყება ,რომ ქართველი ვარ,მაგრამ ვიცი,რომ მეგრელი უფრო ძველი ქართველია და ზვიად გამსახურდიაც,ტომით მეგრელი და ესე იგი "სეპარატისტი",როგორც ზოგიერთი ამტკიცებს,სწორედ იმიტომ მოჰკლეს,რომ უარი თქვა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ხელმოწერაზე.გაუშვეს სეპარატისტი ზვიადი და მისი თანამებრძოლები საიქიოში, დამყარდა სიმშვიდე,აღარავის ახსოვს სამშობლო,პატრიოტიზმი,საქართველოს სულიერი მისია,ვეფხისტყაოსანი,ილია ჭავჭავაძე,ქართული ენის სისუფთავე (სხვათა შორის ქართული ენის პალატის ხელმძღვანელი "სეპარატისტი" ლევან ღვინჯილია იყო),აფხაზეთი,სამაჩაბლო...ეს ყველაფერი უკვე არასეპარატისტი ქართველების ხელში.
ეეჰ,ნეტავ დანარჩენი საქართველოც ასეთი სეპარატისტები ვიყოთ.
მეგრელებზე მეც ვიცი ბევრი ანეგდოტი და ხშირად მითქვამს კიდეც,მაგრამ ვინც მეტყვის რომ სვანი ან მეგრელი ქართველი არ არის,სისხლს შევასხავ.ვენაცვალე მაგათ ჯიშსა და ჯილაგს.
სოსო
27 ოქტომბერი 2017 17:30
4
სულ ვნახულობთ რომ შენისთანა ხალხი შეხვდეს და არა მხვდებიან! გაგანათლებდი ხელად "სეპარატისულად ". სომხები როცა საუბრობენ ერთმანეთში ქართველები თანდასწრებით, მაშინ როგორ იქცევიან? თუმცა დარწმუნებული ვარ მათი ენა კარგად გესმის
ტარას
28 ოქტომბერი 2017 01:47
2
ყველა გამოხმაურება
88 კომენტარი აქ და თითქმის ყველა მოღალატეს ეძახის ამ ბიჭს,მითხრას ვინმემ ეგრეთწოდებულმა ფეხბურთის მამებმა,ფედერაციამ რამე გააკეთა ამ ბიჭის გადმოსაბირებლად? შესთავაზეს სხვაზე უფრო კარგი პირობები? თუ ისევ ჰგონია ზოგს რომ ყველა თანასწორი უნდა იყოს გუნდში. ? არადა მართლა საუკეთესო მცველია დღეს რუსეთის ჩემპიონატში. მე ვადევნებ თვალყურს მის თამაშს.ბოლომდე იხარჯება,რაც ყველას არ შეუძლია.ის რომ დღეს რუსეთის ნაკრებში თამაშობს ეს კობიაშვილის ბრალია და სხვებისაც და არა მისი და ოჯახის. რა გასაკვირია ის რომ თუ რუსეთში დაიბადება ბავშვი უფრო რუსული მენტალიტეტი ექნება,ვიდრე ქართული, გენებს არ ვგულისხმობ. ასე რომ მოღალატეები სხვაგან ეძებეთ
დავით 67
27 ოქტომბერი 2017 08:19
4
ეს ინტერვიუ არ არის ამ ფეხბურთელის ბრალი.ეს არის თვითონ საქართველოს ვაი პოლიტიკოსების და პოლიტიკის ბრალი,რომ არ არსებობს იდეოლოგია ერს არა აქვს იდეოლოგია.ეროვნულ ცნობიერება მოკლეს და კლავენ ,საქართველოს ისტორიას წესიერად არ ასწავლიან,.სამოქალაქო ომებმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ეროვნულ ერთობას,გაიხსენეთ"ზუგდიდი ავიღეთ,სენაკი დავიპყარით,და ა.შ."ეს უახლესი ისტორიაა,არ უციან ახალგაზრდებმა რომ,აფხაზეთი,სამეგრელო, იმერეთი ,გურია,აჭარა,რაჭა ,სამცხე,ჯავახეთი,ქართლი ,კახეთი,სამაჩაბლო,ყველა ჩემი სამშობლოა დალოცვილი საქართველო.
გრიგოლ
27 ოქტომბერი 2017 05:45
0
ასეთი პროვოკაციული მასალა არ უნდა დაბეჭდოთ, თუ ქვეყნის სიკეთე გინდათ და 30 ვერცხლზე არ ხართ გაყიდულები.
გია-11
01 ნოემბერი 2017 10:44
1
ცალკე გასვლა უნდათ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა წერილობით მოითხოვონ. მერე სახელმწოფო საქმეები რო აწარმოონ, მაგაშიც ანბანი დასჭირდებათ. ამიტომაც რახან წერა-კითხვა რა არი, არ იციან, ზეპირად ითხოვენ გასვლას :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
SS
27 ოქტომბერი 2017 12:20
13
ყველაფერი ჩვენი ბრალია, ფეხბურთის მესვეურების, ჩვენი ჟურნალისტების, ხელისუფლების, ფედერაციის,...გავიხსენოთ მეტრეველის ისტორია, ჩვენმა ბიზნესმანებმა ლაზრიშვილმა, ნემსაძემ, მაშინდელმა ფედერაციამ როგორ შეძლეს მეტრველის "გაქართველება", მაშინ სლავამაც არ იცოდა ქართული და არც ქართველობდა, ჩვენმა სიყვარულმა და პატრიოტების ფულებმა შეძლო მეტრეველის ჩამოყვანა, ნუ შემეკამათებით ყველაფერს თვითონ მოვესწარი, მათ შორის ტაშკენტის თამაშსაც და ბრაზილიასთან 5 ქართველის ოსტატობასაც (1965 წელი). ჩვენ ვერ გავაკეთეთ ყველაფერი მისთვის, მისი ოჯახისთვის და არა მარტო მატერიალური თვალსაზრისიტ, თუმცა, არც მატერიალური საკითხია უმნიშვნელო, თუმცა, ფეხბურტისთვის და ხალხის გახარებისთვის ახლა არავია სცალია, ყველა ცდილობს თავის თავზე, ყველა ფიქრობს გამდიდრებაზე ფიქრობს...
თეიმურაზი
26 ოქტომბერი 2017 12:47
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული