გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
ძალიან მაინტერესებს, რატომ წერთ ჟურნალისტები სტატიებს ფეხბურთელზე, რომელზედაც არ უნდა წერდეთ??? არ არის არანაირად საინტერესო ამ ადამიანის პრობლემები ჩვენთვის და ასეთი სტატიებით უფრო უარყოფითად განაწყობთ მკითხველს და მათში აგრესიას იწვევთ. ჯიქია! ჯიქია! თითქოს რაიმე განსაკუთრებული მომხდარიყოს. წავიდეს და სადაც უნდა იქ ითამაშოს და თუ უნდა მოზამბიკელად ჩათვალოს თავი
ggg
26 ოქტომბერი 2017 10:29
1
ის როგორც აღზარდეს მშობლებმა და რასაც ოჯახში ხედავს, იმას ამბობს. მათ კი, ალბათ ის უთხრეს, მეგრელები ქართველები არ არიანო(განსაკუთრებით 1990-იან წლებში ბევრი ამბობდა ასე). განათლებას ნუ თხოვთ, ეს მხოლოდ მისი კი არა, ზოგადად სპორტსმენების პრობლემაა(იშვიათი გამონაკლისის გარდა). საერთოდაც, რატომ ტეხთ აჟიოტაჟს. ქართული წარმოშობის ვიღაც ადამიანი რაღაცა საქმეს აკეთებს რუსეთში. უამრავია მაგის მსგავსი. თურმე ქუჩაში იმიტომ ვერ ცნობენ, ფეხბურთი არ აინტერესებთ. რომელი მესი, ან რონალდუ ეგ არის, ქუჩაში რომ ცნობდნენ?! მოკლედ, აკეთოს რაც უნდა, უბრალოდ, ჟურნალისტის პროვოკაციულ შეკითხვებს არ უნდა აყვეს, თუმცა არც ეგ არის განსახილველი.
თორნიკე
26 ოქტომბერი 2017 10:06
1
სტატიის ავტორს... ესეთ სათაურს რატომ უკეთებთ სტატიას? ისედაც მთელი ფსბ მუშაობს იმაზე რომ მეგრელები შეაზიზღონ საქართველოს და საბოლოოდ დაშალონ ქვეყანა რაც საკმაოდ კარგად გამოსდით... კიდევ ცეცხლზე ნავთს ასხამთ? ხომ შეიძლება ისტორიიდან ვისწავლოთ გაკვეთილები...
რატო წეთ სისულელეს
26 ოქტომბერი 2017 09:32
2
ეჰ გიორგი,გიორგი რა გითხრა ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი ხარ.
*
26 ოქტომბერი 2017 12:49
0
Rato uketebt reklamas ????
Nuri didmanidze
25 ოქტომბერი 2017 23:26
2
თუ მეგრელად თვლი თავს უფრო არ უნდა გეთამაშა რუსეთის ნაკრებში 300 000 ქართველიდან რომელიც რუსრთმა გამოდევნა აფხაზეთიდან უმრავლესობა მეგრელი იყო. შენ პირველ რიგში სამეგრელოს უღალატე და მერე სრულიად საქართველოს.
გიო
26 ოქტომბერი 2017 09:25
0
ცოდოა ეგ ბიჭი, არ ვიცი სად მაგრამ მაგრად უჭირს .
არაა პრობლემა რომ რუსეთის ნაკრებში თამაშობს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

ფეოლა ფოთი
25 ოქტომბერი 2017 23:08
8
იაკობ გოგებაშვილი მეგრელებს ასე ახასიათებს:
„მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება… შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში… მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით… გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება… და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა. ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან… თავი და თავი ზნეობითი სენი სამეგრელოსი არის ქურდობა შინაურის პირუტყვისა, მეტადრე ცხენისა…“
vova kemularia
27 ოქტომბერი 2017 16:27
0
მართლა რა მაგრები ვართ ქართველები ! ერთმა რიგითმა ქართველმა(ცნობისათვის,ვახუშტის მიხედვით, ქართლოსი და მეგროსი ძმები არიან,ქართველთა ეთნარქის თარგამოსის შვილები..)ადამიანმა რაღაც იბჟუტურა და გამოვენთეთ...
აგერ "შუაგულ" საქართველოში კაცი (ამბობენ არაქართველი)ორჯერ პრეზიდენტად ავირჩიეთ,ნუ ქართველებს რაც დამართა მსოფლიომ გაიგო, მერე დაგვიკიდა,წავიდა ,ჩვენი პასპორტი მოისროლა,სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა... და მაინც დღემდე რამდენი მხარდამჭერი ყავს...სავარაუდოდ გაუნათლებელმა ჯიქიამ რაღაც დააბრეხვა და მაგრად გავბრაზდით არა მარტო მასზე,მთელ კუთხეზე.
რა გენიალური დაგვიწერა დიდმა ილიამ "ბედნიერი ერი ",სხვათა შორის მართალმა ილიამ თქვა: სამეგრელოში ვარ და საქართველო ვნახეო....
G-ordi
27 ოქტომბერი 2017 23:04
5
ჯიქიაზე მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი თუ რატომ არჩია მან რუსეთის ნაკრებში თამაში მაგრამ ერთერთი ვიგინდარა რომ წერს აი რატომ არ უყვარვართ ქართველებსო მეგრელებიო ის ან ჭკუასთან ახლოს არა არის ანდა საერთოდ გვარგადაკეთებულია და აი სწორედ ასეთები ამღვრევენ წყალს მე პირადად გვარი მაქვს მეგრული მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არ მითქვია მეგრელი ვარ მეთქი ენაც ვიცი რადგან აფხაზეთში დავიბადე ჩემს შვილებსაც მასე ვზრდიდი და გავზარდე კიდევაც და ერთი რომელიმე შემეჯიბროს ჩემი ქვეყნის სიყვარულში და პატრიოტიზმში ხოლო ისეთი ვიგინდარები სპეციალურად აღვივებენ შუღლს და მეორე ვიღაცამ დაწერა კიდევ რო თუ ორი მეგრელი დგასო და ათი სხვავი ისინი მეგრულად ლაპარაკობენო შანიძეს დავესეხები რომელმაც ასეთი რამ თქვა ის კი არარის სირცხვილი რომ ისინი მეგრულად ლაპარაკობენო სირცხვილი ის არის რომ ჩვენ დანარჩენ საზოგადოებას არ გვესმის მეგრული და სვანური ენა ჩვენი სისხლი და ხორცით ნათესავების ენაო პირადად მე ბევრჯერ შევსწრებივარ როდესაც ორი ან სამი სომეხი სომხურად ლაპარაკობდა მაგრამ ზოგიერთ ჩვენს თანამოძმეს ამაზე გართულება არ ჰქონდა მიტუმეტეს იმისა რო ის ენაც არ ესმოდა და ვერ გამიგია და ჩემამდე ვერ დადის რატომ აქვთ ზოგზოგიერთებს მეგრულზე მაგრამ ამას დამიჯერეთ ნაღდი ქართული გვარის მატარებელი არც კი იკადრებს და დარწმუნებული ვარ ასეთები ბევრნი არიან
მურთაზ
27 ოქტომბერი 2017 15:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული