გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
სავსებით შესაძლებელია ამ ბიჭს ეს მსოფლმხედველობა 90-იანი წლების (უახლოესი წარსულის) მხედრიონის და მისი დამქაშების სამეგრელოზე "ძლევამოსილი" და "წარმატებული" ეგზეკუციის-დალაშქვრის შემდეგ ჩამოუყალიბდა,როცა ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია ამ კუთხის "სამართლიან" დასჯას მოითხოვდა.
duru margali
26 ოქტომბერი 2017 10:11
11
ეს ბიჭი სამეგრელოს დარბევის დროს დაბადებულიც არ იყო და რაც არ უნახავს, ვერც ემახსოვრება. რაც მშობლებმა ასწავლეს, ის იცის. ისე, ასეთ ფაქტებს და კომენტარებს რომ ვკითხულობ, ეჭვი მიჩნდება-ზოგ რამეში ჯაბა იოსელიანი და "მხედრიონი" არ ტყუოდნენ. ორი კვირის წინ ინგლისელი ჟურნალისტის სტატია წავიკითხე, რომელიც აფხაზეთის ომს და სოხუმის დაცემას შეესწრო. აფხაზეთის დაცემის და მსხვერპლის მთავარ მიზეზად ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს ასახელებს, რომლებსაც ფაქტიურად აფხაზების მომხრეებად განიხილავს, რადგან იმ ომში სამთავრობო ჯარს და "მხედრიონს" უპირისპირდებოდნენ ე.წ. "კანონიერი პრეზიდენტის" მხარდამჭერების საფარველით.
ლევანი
26 ოქტომბერი 2017 12:10
9
როგორც ჩანს, "მხედრიონი" სამეგრელოში ზოგჯერ სწორად იქცეოდა.
Tengo
26 ოქტომბერი 2017 12:22
22
მომეშვა, ქართველი არ ყოფილხარ... საქართველოს მოღალატე არა , მაგრამ სამეგრელოს მოღალატე თუ ხარ, რას გეუბნება მაგაზე მეგრელი ერი.
izi
26 ოქტომბერი 2017 17:27
7
რას ერჩით ამ ბიჭს,მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა.მადლობა რომ მეგრული და ცოტა უარესად ქართული იცის.მშობლებმაც ასე ურჩიეს.მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის კარგი შანსები აქვს.მე მაგალითად სპარტაკს მისი და ანანიძის გულისთვის ვგულშემატკივრობ ჩემპიონთა ლიგაზე.წარმატებებს ვუსურვებ.
jumber
26 ოქტომბერი 2017 10:27
11
მეც არ მომცონს რუსეტის ნაკრებსჰი რო ტამასჰობს მაგრამ არ ვამტკუნებ ნახევარი საკარტველო 15 ლარად იკიდება ეს მსოპლიოზე მაინც იტამასჰებს
slava
25 ოქტომბერი 2017 23:39
27
პრობლემა იმაში კი არ არის რუსეთის ნაკრებში რომ თამაშობს, პრობლემა ისაა რასაც ამბობს. ნორმალური ადამიანი იტყოდა რომ რთული არჩევანის გაკეთება მოუწია ან მსგავსი რამ. ამას კი საუბარზე ეტყობა რა სულის ადამიანიც არის. ეტყობა რა ღირებულებებით ცხოვრობს და რა "პლიუს-მინუსებს" აწონიდა. კისერი უტეხია სადაც იქნება, ერთს კი მაინც ვურჩევ: საქართველოში ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ ჩამოსვლა არც იფიქროს, მისთვის ასე ჯობია...
დათო
26 ოქტომბერი 2017 00:25
2
მოკლედ რაა, ქართველებს სადღაც შიგნით მოღალატის ამომცნობი ისეთი დეტექტორი გვაქვს, არც რემონტი ჭირდება, არც დაზეთვა, არც ბატარეების გამოცვლა - მუშაობს მხეცივით.
ხანდახან ჩვენივე ქმედებებზე ატეხავს ხოლმე განგაშის სიგნალებს, მაგრამ ეგ არაფერი - მთავარია სხვა გამოვააშკარავოთ და ვაგინოთ, ვლანძღოთ, ჩავქოლოთ... DDDDDDDDD
korben dallas
26 ოქტომბერი 2017 12:31
10
დანარჩენები მაგარი ფაშისტები ხართ, რამდენი ქართველია ევროპაში გაზრდილი, იციან ქართული ან მეგრული? ჰკითხა ჟურნალისტმა მეგრელი ხარო? და უპასუხა მეგრელი ვარო, რა არარის მეგრელი? უნდა ეთქვა ქართველი ვარ ტომით მეგრელიო , რა პრაფესორია? არის ერთი ახალგაზრდა ბიჭი / ბავშვი რუსეთში გაზრდილი ,ქართული არ იცის და შეჭამეთ. ერისიონი სახ. ანსამბლი საცეკვაოდ დადის მოსკოვში ,იმათ იციან რომ ქართველები არიან ? რატომ ცეკვავენ და მღერიან მოსკოვში
გიამ დაწერა ადამიანური კომენტარი
26 ოქტომბერი 2017 10:39
36
გაანებეთ მას თავი, რუსეთშია გაზრდილი, სკოლა იქ აქვს დამტავრებული, რუსულად აზროვნებს მან გააკეთა თავისი არჩევანი, აბსოლუტურად არ ვთვლი მას მოღალატედ. სჯობს აქ გამოკეტილ "მეგრელებს" მივხედოთ....დღე და ღამე ქვეყნის ღალატში რომ არიან. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მისი ნაბიჯი სპორტული კარიერიდან გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ნოყიერი ნიადაგი სპეცსამსახურებისათვის.
გოჩა
26 ოქტომბერი 2017 12:05
6
შენც გეტყობა მაგის ნაირი ხარ
ალბათ ლგბტ ც მაგრად გევასება
t
26 ოქტომბერი 2017 16:48
4
პრო ბკა
dato
26 ოქტომბერი 2017 04:53
0
ასეთი ხალხი საერთოდ უნდა გააძევო საქართველოდან

სულ ამ მეგრელობას უსვამენ ხაზს და მერრ ამბობენ რატო არ ვუყვარვართ მეგრელებიო

ვის გაუგია ქართლელმა ან კახელმა ან ნებისმიერი სხვა კუთხის წარმომადგენელმა უცხოელთან თქვას ქართლელი ვარ კახელი, იმერელი ან სხვა... ყველა ქართველები ვართ

ეს იგივეა ამერიკელს რომ კითხო სადაური ხარი და ნიუ იორკელი ვარო უპასუხოს

ასეთი არარაობები საერთოდ არ უნდა შემოვიშვათ საქართველოში და მისი ოჯახიც უნდა გდაასახლონ ქვეყნის გარეთ რადგან აწორედ ოჯახმა გაზარდა ასე... ალბათ მამამისი სუფრაზე ამბობდა მე მეგრელი ვარ რაის ქართველიო
სიმართლე
27 ოქტომბერი 2017 10:21
4
კარგი "გიამ დაწერა ადამიანური კომენატრო" რა, ძალიან კარგად იცოდა რასაც ამბობდა, ეგ იმის გასამართლებლად დაწერა, თუ რატომ წავიდა რუსეთის ნაკრებში და არა საქართველოსაში.
გიორგი
26 ოქტომბერი 2017 10:53
0
არ არის ეს ადამიანი ქართველი და დაანებეთ თავი როდესაც ფედერაციას ვსაყვედურობთ ეს რატომ არ მოყავს ის რატომ არ მოყავთო ეხლა ხომ ჩანს რომ ასეთებთან საუბარს აზრი არ აქვს მსგავსი ტიპი რომც დაითანხმო შედეგი მაინც არ იქნება
nnn
26 ოქტომბერი 2017 09:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული