რობერტ პროსინეჩკიმ აზერბაიჯანის ნაკრები დატოვა

AutoSharing Option
გერმანელი ბერტი ფოგთსის შემდეგ, 2014 წელს აზერბაიჯანის ნაკრები ხორვატმა რობერტ პროსინეჩკიმ ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 ქულით ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა (მხოლოდ სან მარინოს გაასწრო).

პროსინეჩკიმ საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცის ვლადიმირ ვაისის დარად საკადრო პრობლემებზე დაიჩივლა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან როვნარ აბდულაევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კონტრაქტი აღარ გააგრძელა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული