ჰაინკესი: "დორტმუნდს" ცალი ფეხით ვერ მოვუგებთ

AutoSharing Option
დღეს, ბუნდესლიგის მე-11 ტურში  დორტმუნდის "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს. მომავალი შეხვედრის შესახებ "რეკორდმაისტერის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ისაუბრა:

"დიდი ამბიციები გვაქვს. გვინდა წარმატებული სერია გავაგრძელოთ. თუმცა, ამაში მეტოქე ყველანაირად შეგვიშლის ხელს. არ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ მოწინააღმდეგე ფორმაში არაა და ცალი ფეხით მოვუგებთ.

თანაბარი თამაში იქნება, რომელშიც არც ერთი არაა ფავორიტი. მასპინძლები თავიანთი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. წინა შეხვედრასთან შედარებით ჩვენც უკეთ ასპარეზობა გვმართებს.

ლევანდოვსკი ბოლო დღეებია კარგად ვარჯიშობს. პრობლემა არა აქვს და ძალიან მოტივირებულია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული