მუნდიალის მოგების შემთხვევაში მესი ეკლესიაში მოსალოცად ფეხით წავა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლეო მესიმ მუნდიალის მოგების შემთხვევაში მოსალოცად ფეხით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში წასვლის პირობა დადო, რომელიც მისი მშობლიური ქალაქიდან, როსარიოდან რამოდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.

"არასოდეს არ მიფიქრია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ვერ მოვიპოვებდით. თუმცა, მეგონა ამას უფრო ადრე მოვახერხებდით. პირობას ვდებ, თუ მუნდიალი მოვიგეთ, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მოსალოცად ფეხით წავალ. ჩვენ ყველას გვინდა ოქროს მედლების მოპოვება", - განაცხადა ვერცხლისქვეყნელთა ეროვნული გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამყვანმა ლიონელმა.

მან ისიც თქვა, რომ ყოველთვის სურდა "ნიუელზ ოლდ ბოიზში" თამაში, ახლაც იგივეს ფიქრობს, მაგრამ
არ იცის რა მოხდება უახლოეს წლებში და სად აღმოჩნდება.

ლეო ამ გუნდის აკადემიაში 1995-2000 წლებში ვარჯიშობდა და შემდეგ გადავიდა "ბარსელონაში".
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავაი მესი, -наше дело правое мы победим!!! )
სტალინ
09 ნოემბერი 2017 07:48
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული