მეორე გოლი კრისტიან პავონის გადაცემით სერხიო აგუერომ გაიტანა. შესვენებისას კუნმა გასახდელში გონება დაკარგა და სასწრაფო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ახლა თავს კარგად გრძნობს.
გუნდის ექიმის დონატო ვილიანის ცნობით, სერხიოს მკვეთრად დაეცა არტერიული წნევა, ასეთი რამ მოზარდობისას ხშირად დამართნია და ახლა გუნდთან ერთად სასტუმროშია.
მეორე ტაიმში ვერცხლისქვეყნელებმა ოთხი გოლი გაუშვეს და 2:4 დამარცხება
აგუერომ ეროვნულ გუნდში 36-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მესის (61 გოლი) და გაბრიელ ბატისტუტას (54 გოლი) ჩამორჩება.