გარეთ ბეილი თავის ქორწილში სიმღერისათვის ბეიონსეს 1.5 მილიონს გადაუხდის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს გარეთ ბეილს აქამდეც უნდოდა ჯვარი დაეწერა თავის მეგობარ ქალზე ემა რის-ჯონსზე, რომელთანაც ორი საერთო ქალიშვილი ყავს, მაგრამ ჯერ იყო და ემას მამა აშშ-ში თაღლითობისათვის დაიჭირეს, მერე სიძე გარდაეცვალა და მოკლედ, ქორწილი გადაედოთ.

ახლა კი იუწყებიან, რომ ჯვარს გაზაფხულზე იტალიაში იფსკვნიან და უელსში საზეიმო საღამოს მოაწყობენ. გარეთს თურმე ძალიან მოსწონს ამერიკელი მომღერალი ბეიონსე და სთხოვა მის ქორწილში იმღეროს, რაზეც თანხმობა მიიღო, ოღონდ ეს სიამოვნება 1.5 მილიონი ფუნტი დაუჯდება და ფეხბურთელი ამ თანხას გადაუხდის.

ცნიბისათვის, ბეილის ყოველკვირეული გასამრჯელო 300
ათასი დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ეს სიამოვნება სრული პროგრამით იქნება,რაღად გინდა ცოლი,იარე გარეტ სულ გარეთ, გარეთ.
სოსო
18:59 28-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული