ანტონი მარსიალი: შარშან ცხოვრებისეული პრობლემები მქონდა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" 21 წლის ფორვარდმა ანტონი მარსიალმა teleFoot-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ წინა წელს პირადი პრობლემები ქონდა და ახლა მუნდიალზე გამარჯვებაზე ოცნებობს:

"შარშან პირადი პრობლემები მქონდა და ფეხბურთზე სრულად კონცენტრირებული ვერ ვიყავი. ახლა კი მინდა მოედანზე ყველაფერი დავბრდღვნა. ზოგიერთს ავიწყდება ჩემი ასაკი. ჩემი ნიჭიერებიდან გამომდინარე, ეგონათ უფრო ადრე გავიხსნებოდი, მაგრამ ყველას თავისი განვითარების ტემპი აქვს.

მინდა კლუბთან ერთად ბევრი ტურნირი მოვიგო, მუნდიალზე ვიასპარეზო და გავიმარჯვო".

მარსიალმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული