ჯაბა ჯიღაურის გუნდის თამაშისას მოედანზე ძაღლი შევარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წუხელ, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში ქართველი თავდამსხმელის, ჯაბა ჯიღაურის "ვარდარმა" ფრე (1:1) გაახერხა "რუსენბორგთან" და ტურნირზე პირველი და უკანასკნელი ქულა მოიპოვა.

ამ შეხვედრაში 84-ე წუთზე ჩაერთო თამაშში ჯიღაური, იქამდე კი სკოპიეს სტადიონზე შეკრებილი და უინტერესო ბურთაობით ერთობ მოწყენილი მცირერიცხოვანი პუბლიკა ძაღლმა გაახალისა, რომელმაც მოედანზე შეირბინა და მასპინძელთა გუნდის კიპერმა ფილიპ გაჩევსკიმ და სტიუარდებმა გაიყვანეს.

აღნიშნულ მატჩში ეს, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სოფლის დონეა...
status quo
13:50 09-12-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული