01:38 11-12-2017
ხოჭოლავა მატჩის 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც 1:0-ს იგებდნენ და "შახტარი" დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
საქმე იმაშია, რომ დონბასური გუნდის ფეხბურთელები ზედმეტად უხეშობდნენ და სრულიად არასაჭირო მომენტებში იღებდნენ ბარათებს. 79-ე წუთზე მსაჯმა სერგეი ბოიკომ მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ნახევარმცველი ივან პეტრიაკი, 86-ეზე ჰავბეკი ფრედი და მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ 89-ე წუთზე უკანა ხაზის გასამაგრებლად ნახევარმცველ მარლოსის ნაცვლად შეცვლაზე ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა შეუშვა.
ყველაფერი ამის მერე დატრიალდა, თუმცა დავითს ამაში ბრალი საერთოდ არ მიუძღვის.
90-ე წუთზე მცველმა ბოგდან ბუტკომ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი აიკიდა (სხვათა შორის, ეს ის ბუტკოა, რომელმაც "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრისას საფინალო სასტვენის წინ აიკიდა თერთმეტმეტრიანი), რეფერიმ პენალტი დანიშნა, კამათისთვის წითელი ბარათი უჩვენა მცველს იაროსლავ რაკიცკის, "მეშახტეები" მოედანზე რვანი დარჩნენ და 90+4-ე წუთზე მეორე გოლიც გაუშვეს - დარტყმული ბურთი ხელიდან გაუვარდა მეკარე ანდრეი პიატოვს და რიკოშეტით კარში ბუტკომ შეაგორა.
ნამატჩევს ფონსეკა მოედანზე შევიდა და ბოიკოს ეკამათა, პრეს-კონფერენციაზე კი მოკლედ თქვა, ჩვენ ერთი გოლი გავიტანეთ, მეტოქემ ორი და დავმარცხდითო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
აშკარად გაკეთებული თამაში იყო მეორე გოლი საერთოდ.... მეკერე ასე ბურთს არ იგერიებს
0
0
ნაჩალიჩარი მატჩი იყო!
8
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული