არგენტინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მეუღლის მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, 36 წლის ლუჩო გონსალესი მეუღლის მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

ფეხბურთელის მეუღლემ ანდრეა მარკესმა განაცხადა, რომ ლუჩო კურიტიბაში ბავშვების თვალწინ ჯერ მის გაგუდვას ცდილობდა, შემდეგ კი მაჯები დაუსერა და უნდოდა მავრთულზე ჩამოეკიდა.

"ხელი მკრა, საწოლზე დამაგდო და გაგუდვა დამიწყო, თან ბავშვებს დაუძახა და უთხრა ეყურებინათ. 7 წლის მატეომ მისი შეჩერება სცადა, მაგრამ მასაც ხელი გაარტყა. საავადმყოფოში ცოცხალმკვდარი მიმიყვანეს",-განაცხადა ანდრეამ.

ქალმა მედშემოწმება გაიარა, პოლიციამ დაცვა მიუჩინა, გონსალესს მეუღლესთან 500 მეტრზე მიახლოება აუკრძალეს და რა თქმა უნდა, გამოძიება მიმდინარეობს.

ლუჩო
ადრე "პორტუსა" და "მარსელში" თამაშობდა, შარშან ბრაზილიის "ატლეტიკო პარანაენსეში" ჩაირიცხა, ალბისელესტეში კი 45 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

უკანასკნელი ინფორმაციით, გონსალესი მეუღლეზე ძალადობის გამო გუნდიდან გარიცხეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული