ხავი: თანამედროვე მწვრთნელებში "გვარდიოლებზე" უფრო მეტი "სიმეონეებია"

AutoSharing Option
"ელ პაისისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიმ იმაზე ისაუბრა, თუ რამხელა გავლენა მოახდინა ფეხბურთის განვითარებაზე პეპ გვარდიოლამ:

"მას შემდეგ, რასაც გვარდიოლამ "ბარსაში" მიაღწია, ყველას მოუნდა მისი მოდელის გადაღება. ეს იოახიმ ლიოვმა გააკეთა. ზოგიერთმა კოპირება მოახდინა, ზოგიერთი კი დიეგო სიმეონეს დარად სხვა გზით წავიდა. შედეგად, ახლა თანამედროვე ფეხბურთში "გვარდიოლებზე" უფრო მეტი "სიმეონეებია".

რამდენი გუნდი თამაშობს პრიმერაზე გვარდიოლას სტილში? სამი? ოთხი? გუნდების 70% კი სიმეონეს სტილში თამაშობს. ასეთი გუნდების თავკაცები ამბობენ, რომ "მანჩესტერ სიტისთან" და "ბარსელონასთან" კონკურენცია არ შეუძლიათ. თუმცა, ასეთივე
დაცვითი სტრატეგიით უპირისპირდებიან "ლეგანესსაც".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული