მოსკოვის "სპარტაკმა" ბრაზილიელ ლეგიონერებს შეკრებაზე მოგვიანებით გამოცხადების უფლება დართო, დღეს ისინი გუნდს შეუერთდნენ და ვარჯიშს შეუდგნენ, მცველმა გიორგი ჯიქიამ კი კლუბის ტვიტერზე მათი სურათი ატვირთა და დაწერა: "ნახეთ, როგორ დნებიან შოკოლადები მზეზე".
გამოქვეყნებულმა პოსტმა დასავლურ პრესაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია და "სპარტაკმა" პოსტი წაშალა.