"ეშტორილისა" და "პორტუს" მატჩი ტრიბუნის ნგრევის გამო არ დასრულდა

AutoSharing Option
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ეშტორილი" სახლში პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს უგებდა "პორტუს", შესვენებისას კი 8-ათასიანი სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნას ბზარი გაუჩნდა და  ნგრევა დაიწყო, გულშემატკივრებმა სასწრაფოდ დატოვეს არენა და თამაში აღარ განახლებულა.

რამოდენიმე ადამიანმა უმნიშვნელო დაზიანება მიიღო, სერიოზულად კი საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა. მატჩი დღეს არ განახლდება.