29 წლის ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი ამ სეზონში ისედაც არ ბრწყინავს, "მილანთან" მატჩი კი საერთოდ ჩააგდო და 76-ე წუთზე შეცვალეს.
29 წლის ზელინსკის "ნაპოლისთან" კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება. უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ "ინტერში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და ამიტომ ბოლომდე აღარ იხარჯება. Calciomercato-ს ცნობით, გუშინ დილით პოლონელი ისე წავიდა "ნერაძურიში" სამედიცინო შემოწმების გასავლელად, რომ ნეაპოლური კლუბი საქმის კურსში არ ჩააყენა.
ის "ინტერთან" მალე სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონ ევროს დაუნიშნავენ, მისი აგენტი კი საკომისიოს სახით 4 მილიონს მიღებს.
ნეაპოლური
გამოცემები აღნიშნავენ, რომ გასული წლის ზაფხულში ზელინსკის საუდის არაბეთში გადაბარგების შემთხვევაში, "ნაპოლი" სატრანსფერო თანხას მიიღებდა, ხოლო ახლა, გუნდში 8 წლის განმავლობაში ასპარეზობის შემდეგ, მხარეები ერთმანეთს გულთბილად ვერ დაემშვიდობებიან, მით უმეტეს, პოლონელი იტალიაში კონკურენტ კლუბში გადავა.
დღეს "ინტერში" სამედიცინო შემოწმებას კიდევ ერთი ფეხბურთელი გაივლის, რომელსაც ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირებს - "პორტუს" 31 წლის ირანელი თავდამსხმელი მეჰდი ტარემი 2+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს.