ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „შახტარი“ გასვლაზე „პორტუსთან“ 3:5 დამარცხდა. სტუმართა გუნდში ირაკლი აზაროვი სათადარიგო იყო, გიორგი გოჩოლეიშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა.
მან Whoscored-ისგან 6.1 შეფასება მიიღო, ხოლო sofascore-ისა და flashscore-ისგან - 5.7.
დონეცკური გუნდი ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.