"გუნდი უკეთესად უნდა მოამზადოს" - კონსეისაუ არტეტაზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "არსენალმა" "პორტუ" პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს.

"დრაკონების" მთავარმა მწვრთნელმა სერჟიუ კონსეისაუმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "მეთოფეების" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა.

"არტეტამ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. ზოგადად, ეს ესპანელ მწვრთნელებს ახასიათებთ, წარსულში გვარდიოლამაც იგივე გააკეთა.

მატჩის შემდეგ მიკელს ვუთხარი, რომ სანამ რამეს იტყვის, უნდა დაფიქრდეს, რადგან ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა, ის ადამიანი ცოცხალი აღარ არის. საკუთარ გუნდზე ბევრი უნდა ინერვიულოს, რადგან ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა კონკრეტული
შეხვედრებისთვის უკეთესად უნდა მოამზადოს", - განაცხადა კონსეისაუმ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა 15 მარტს, პარასკევს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

alt"არსენალმა" "პორტუს" პენალტების სერიაში სძლია და 1/4-ფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
არტეტა ფეხბურთელად არ ვარგოდა,ძალიან უნდოდა მაგარი ყოფილიყო,მაგრამ ვერ იყო.მწვრთნელად ხომ საერთოდ...ზუსტად იგივეა,ძაან უნდა მაგარი იყოს მაგრამ ვერაა...
Master
15:30 13-03-2024
3
არსენალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს კაცი თუ მართალს ამბობს, არტეტამ ბოდიში უნდა მოუხადოს.. პატივისცემა მოედანზე და მის გარეთ ყველაზე დიდი გამარჯვება და ღირსებაა.
geo-geo
10:34 13-03-2024
1

სიახლეები პოპულარული