ერნესტო ვალვერდე: უმტიტის ხელით რომ არ ეთამაშა, ხელი უნდა მოეჭრათ

AutoSharing Option
ლა ლიგას 21-ე ტურში "ალავესთან" მოგებულ მატჩზე კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა:

"ხანდახან ნაღდ გოლს არ გვითვლიან, ხანდახან კი პირიქით ხდება. დარწმუნებული ვარ, უმტიტის ხელით განზრახ არ უთამაშია. კვითხე კიდეც. იმისათვის, რათა იმ მომენტში ხელით არ ეთამაშა, მისთვის ხელი უნდა მოეჭრათ. სხვა ვარიანტი არ იყო.

გოლი პირველებმა გავუშვით და ძალიან გაგვიჭირდა. ამასთან, ურიგოდ არ გვიასპარეზია და მეტოქის საჯარიმოსთან ადვილად ვაღწევით. მატჩის დასასრულს მოწინააღმდეგე საჯარიმოში სულ უფრო ჩაიკეტა და გაჭირდა შეტევების დაგვირგვინება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული