საავადმყოფოში გადაყვანილია 5 ადამიანი (3 რუსი), აგრეთვე დაპატიმრებულია 5 გულშემატკივარი (3 რუსი).
"სან მამესის" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგს 600 პოლიციელი იცავდა, ბილბაოში კი 2 500 რუსი ჩავიდა.
მოკლედ, სადაც "სპარტაკის" ვაიგულშემატკივრები მიდიან, ყველგან ჩხუბია. გუშინ მიუნხენის აეროპორტში დააპატიმრეს ძებნაში მყოფი "სახალხო გუნდის" 31 წლის ქომაგი მამაკაცი, რომელიც ბილბაოში მიფრინავდა "სპარტაკის" "მხარდასაჭერად". მან 2016
"სპარტაკის" ფანებმა მისთვის ადვოკატის დასაქირავებლად ფულის შეგროვება დაიწყეს, გერმანიაში რუსეთის საელჩომ კი თავიანთი მოქალაქის დაპატიმრება და საფრანგეთისთვის გადაცემა გააპროტესტა.