იარემჩუკი ლვოვშია დაბადებული. 2007 წლიდან კიევის "დინამოს" აკადემიაში ვარჯიშობდა. პირველ გუნდში მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ "ოლეკსანდრიაში" გაანათხოვრეს და იქიდან გადაბარგდა "გენტში". 22 წლისაა (სიმაღლე 191 სანტიმეტრი), უკრაინის ჭაბუკთა ნაკრებში ასპარეზობდა, ამ სეზონში ბელგიის ჩემპიონატის 21 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და უკრაინის ნაკრებში სურს თამაში.
მან კიევის "დინამოში" გატარებული პერიოდი ასე გაიხსენა:"უკრაინაში
როდესაც ამ გუნდში გადმოვედი, ფსიქოლოგიურად ვერ ვიყავი კარგ მდგომარეობაში, რადგან კიევის "დინამოში" გამანადგურეს, როგორც ფეხბურთელი. ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი. მწვრთნელებისა და თანაგუნდელებისგან უკმაყოფილებას ვგრძნობდი, რაღაცნაირად მიყურებდნენ, თითქოს რამე გამეფუჭებინოს. აქ მაფასებენ, პატივს მცემენ და მხარს მიჭერენ. "დინამოში" 10 წელი ვიყავი. თავიდანვე მინდოდა, თავი წარმომეჩინა. შანსის მოცემას ვიმსახურებდი".