ფერნანდუ სანტუში: ჰოლანდიასთან დამარცხებაზე მე ვარ პასუხისმგებელი

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ჰოლანდიასთან განცდილი მარცხი პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ასე ახსნა:

"დამარცხებაზე მე ვარ პასუხისმგებელი. მე შევარჩიე შემადგენლობა და ტაქტიკა, შევისწავლე მოწინააღმდეგე.

პირველი 10 წუთი ბურთს ვფლობდით და ურიგოდ არ გამოვიყურებოდით, მერე გოლი გავუშვით და ყველაფერი აირია. მეტოქე კარგად იყენებდა ფლანგებს, პირველ ტაიმში ბევრი მომენტი შექმნა, ჩვენ კი კონტრშეტევები არ გამოგვდიოდა.

შესვენებაზე ფეხბურთელებს დაველაპარაკე და მეორე ტაიმში ბევრ ასპექტში სხვანაირად ითამაშეს. თუ არ ჩავთვლით შეხვედრის დასასრულს, მეტოქეს თავისუფალ ზონებს არ ვუტოვებდით. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებს გაგვიჭირდა, თუმცა 3-4 მომენტი შევქმენით.
1-2 გოლის გატანას ვიმსახურებდით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული