"ლივერპულმა" კრისტალ პალასს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის 32-ე ტურში "ლივერპულმა " სტუმრად "კრისტალ პალასი" დაამარცხა - 2:1.

ამ შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე პენალტით ლუკა მილივოჯევიჩმა გახსნა, შესვენების შემდეგ სადიო მანემ საპასუხო გოლი გაიტანა, 84-ე წუთზე კი მოჰამედ სალაჰმა დალაშქრა დედაქალაქელთა კარი და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

სალაჰმა ამ სეზონში 29-ე გოლი გაიტანა და ინგლისის ჩემპიონატზე დიდიე დროგბას მიერ 2009/2010 წლების სეზონში აფრიკელ ფეხბურთელთა გატანილი გოლების რეკორდი გაიმეორა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული