პსჟ-მა ლიგის თასი მოიგო - დანი ალვეში რეკორდსმენი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პსჟ-მა საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში 3:0 დაამარცხა "მონაკო", 34 წლის ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა კი 36-ე ტურნირი მოიგო და მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა.

მე-8 წუთზე ედინსონ კავანიმ პენალტით გახსნა ანგარიში. 21-ე წუთზე კილიან მბაპეს პასი ანხელ დი მარიამ გამოიყენა. ანგარიშს წერტილი ისევ კავანიმ დაუსვა, რომელმაც 85-ე წუთზე მბაპეს პასით დუბლი შეასრულა.

ალვეშმა რაიან გიგზს (მანჩესტერი) და კენი დალგლიშს (ლივერპული) გადაასწრო.

ალვეშმა 7-ჯერ მოიგო ჩემპიონატი (6 ესპანეთში, 1 იტალიაში), 6-ჯერ თასი (5 ესპანეთში, 1 იტალიაში), 6-ჯერ ქვეყნების სუპერთასი (5 ესპანეთში, 1 საფრანგეთში),
ლიგის თასი (საფრანგეთში), ნორდესტეს თასი (ბრაზილიაში), 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა (ბარსელონასთან ერთად), 2-ჯერ უეფას თასი (სევილიასთან ერთად), 4-ჯერ უეფას სუპერთასი და 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული