დმიტრი ხოხლოვი: მეშინოდა, დემეტრაძე ციხეს ფსიქოლოგიურად არ გაეტეხა

AutoSharing Option
ცნობილი რუსი ფეხბურთელი დმიტრი ხოხლოვი გოგა გახოკიძესთან პსვ-ში, გიორგი დემეტრაძესთან კი "სოსიედადში" თამაშობდა. championat.com-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მან ყოფილი თანაგუნდელებიც გაიხსენა. გთავაზობთ ამონარიდს:

- თუ ჰოლანდიაში ყველაფერი მოგწონდათ, რატომ წახვედით იქიდან?

- პსვ-ს მწვრთნელმა ერიკ გერეტსმა მითხრა, რომ არ მათამაშებდა.

- რატომ?

- გერეტსს გულზე არ ეხატებოდა სოციალისტური ქვეყნებიდან ჩასული ფეხბურთელები. შვიდნი ვიყავით: მე, ნიკიფოროვი, ტემრიუკოვი, ქართველი გახოკიძე, ლიტველი სკერლა, პოლონელი ტომეკი და სლოვაკი დემო. ჩვენ რუსულად ვსაუბრობდით. გერეტსი ვერ გვიტანდა, ყველა ამოგვაგდო ძირითადი შემადგენლობიდან. მხოლოდ ხანდახან ნიკიფოროვს ათამაშებდა. დეკემბერში
დაველაპარაკე და მითხრა, გუნდიდან წადიო.

- სან-სებასტიანში თქვენი თანაგუნდელი გიორგი დემეტრაძე იყო, რომელიც კარიერის დასასრულს ციხეში მოხვდა...

- მე ამ ამბავმა შოკში ჩამაგდო. ჟორა გულღია, კეთილი ადამიანია, თუმცა ცოტა თავისებურია. მეშინოდა, რომ ციხეს ფსიქოლოგიურად არ გაეტეხა. მაშინ ერთმანეთს ვურეკავდით. მე მასზე უფრო დათრგუნული ვიყავი. ორი წლის წინ კი საქართველოში ვეწვიე. ტური მოვიწყე: 4 დღე ერევანში, 4 დღე თბილისში. ჟორიკასაც შევხვდი და გახოკიძესაც.
ასევე დაგაინტერესებთ