მამარდაშვილს "ვალენსიას" ძირითადში მოიაზრებენ

AutoSharing Option
პარასკევს, 13 აგვისტოს, თბილისის დროით 23 საათზე ესპანეთის 2021-22 წლების ჩემპიონატი "მესტალიაზე" გაიხსნება, სადაც "ვალენსია" "ხეტაფეს" უმასპინძლებს. მასპინძელთა კიპერ გიორგი მამარდაშვილს ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებენ.

Sportall.Ge

FutbolFantasy გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს პროცენტული ვარაუდებით აქვეყნებს, 20 წლის ქართველ მეკარეს კი ძირითადში თამაშის 70%-იანი ალბათობა აქვს. აღსანიშნავია, რომ კასპერ სილესენსა და ხაუმე დომენეკს ტრავმები აწუხებთ, ვალენსიურ კლუბში კი ამ ამპლუის კიდევ ერთი ფეხბურთელია - 23 წლის კრისტიან რივერო.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა სეზონის მოსამზადებელი მატჩები მაღალ დონეზე ჩაატარა და მოწონებაც დაიმსახურა. გიორგის ახალ კლუბთან ადაპტირება არ გასჭირვებია.

"ვალენსიას" ყველაზე ცნობილი მეკარე სანტიაგო კანისარესი იყო, რომელიც კლუბის ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავდა და 305 მატჩი გამართა.

რაც შეეხება მამარდაშვილის გუნდის ტიტულებს - ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი (უკანასკნელად 2003-04 წლების სეზონში), ესპანეთის სამეფო თასს რვაჯერ დაეუფლა, ერთხელ უეფას თასის, ორჯერ კი ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია.

გიორგი ქოჩორაშვილის გარდა, რომელიც "ლევანტეში" გამოდის, ამ ესპანურ კლუბში შოთა არველაძემ 4 შეხვედრა გამართა, ესპანურ გზაზე პირველი კი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფორვარდი გიორგი დემეტრაძე იყო, რომელიც "რეალ სოსიედადის" მაისურით 13 შეხვედრაში  1 გოლის ავტორია.

alteldesmarque: მამარდაშვილი "მილანთან" მატჩის გმირი იყო

altესპანური მედია: თუ სილესენმა ტრავმა ვერ მოირჩინა, მამარდაშვილი პირველი მეკარე გახდება


მკითხველის კომენტარები / 9 /
გიო შენ რუსეთში უნდა წასულიყავი თან ჯუღელუს ჩალიჩით და ეს კომენტები თაფლი და მურაბა იქნებოდა.
kaxi
20:28 11-08-2021
1
გიორგის ყველა საამისო მონაცემები და პირობები აქვს რომ მაღალი კლასის მეკარედ შედგეს.საქართველოს ნაკრების მცველებს კი უკვე ფეხები აღარ აუკანკალდებათ შიშისაგან როდესაც იციან რომ მათ უკან ვალენსიას კარის კიპერი დგას.გიორგი მაგრად გვეიმედები.
KOSTAKURTA
16:02 11-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული