ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ "ჩემპიონატთან" ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

"საბერძნეთთან მატჩი ჩემი ქვეყნისთვის ისტორიულია. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამომ" თასების თასი მოიგო, მაგრამ ის მაშინ გუნდი იყო და ახლა საქმე ნაკრებთან გვაქვს. წინ გვაქვს საუკუნის მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

საშინაო კედლები ძალიან დაგვეხმარება. ნახევარ მილიონამდე ადამიანს სურდა ბილეთების ყიდვა, მაგრამ სამწუხაროდ, სტადიონი მხოლოდ 55 000-ს იტევს. მსგავსი რამ ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა.

როგორც ჩვენ, ასევე საბერძნეთს, კარგი გუნდი გვყავს. ყაზახეთთან ჩვენი მეტოქის თამაშს ვუყურე და ძალიან კარგი დაცვა ჰყავთ. გულშემატკივარი ჩვენი მე-12 მოთამაშე იქნება. ჩემი აზრით, საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან სახლში ვთამაშობთ", - თქვა დემეტრაძემ.

საქართველო
და ამ დროს ყველა ლოჟაში ზის სულ ყველა თამაშზე და დემეტრაძე არა
ქართველი
აბა შენი აზრი ვის რაში აინტერესებს
Levani
ციციკორეს ავეჯის მაღაზიები რო იყო მაშინ სად ვიყავი და იმ მაღაზიების სახურავიდან ვიპარებოდი უბილეთოდ თამაშებზე,13-14 წლის ვიყავი მაშინ და მეპატიება- ყოველ შემთხვევაში მე ვერ დავახურინებდი მაშინ იმ მაღაზიებს-შევარდნაძე არ მომისმენია ალბათ. ისინი ვინც გალახეს-ჩემს იმედზე მივიდნენ ფედერაციის შესაცვლელად? არ ვეთანხმები მაგათ და არც იმათ ვეთანხმები აქ რო წერენ- "კობის ბანდა" "ჩამოვაგდოთ კობი" "კალაძე და იაშკა ცუდი კაცების" და ა.შ. ყველას მოსაწონი მმართველი არ მოვა შეუშვი მაგ გასქელებული თავის ქალაში. არც იმათ ვეთანხმები ვინც ფიფიას ქართული ფეხბურთის მტრად მიიჩნევს ფიფია არის ბიზნესმენი და თავის საქმეს აკეთებს(ისე სარგებელს ქართული ფეხბურთიც ნახულობს ტალანტების ინკუბატორი შექმნა ტიპმა) ასე რომ ჩემო ციციკორე-შენც გირჩევ შენი საქმით დაკავდე და იქნება შენგანაც სარგებელი ნახონ- ქვეყანამ თუ არა შენმა საახლობლომ მაინც
საბა
როგორ ყველას ალაპარაკებენ ხოლმე :)
დავით
შენ ის გვითხარი ამ მატჩზე ხელზე გამაზე უკვე? წინა მთავრობამ ბევრი უსამართლოდ გაასამართლა, მაგრამ ეს 100-იანი დასაჭერი იყო
ჰიზო
ამას რაღა ალაპარაკებს(
ციციკორე
ეგრე არ გამოდის კაი კაცი. შენ მე ზემოდან მიყურო და მერე ერთიანობა მომთხოვო, ეგრე არ მუშაობს. ვინაა კალაძე ან დემეტრაძე, პრივილეგიები რომ ჰქონდეს დაკანონებული?! მასე ქვეყანა არ შენდება. შენ თუ ამოიღე წინა მთავრობისას ენა და გააპროტესტე, ახლა სად ხარ? მაკედონიის თამაშის მეორე დღეს, ფედერაციის შენობასთან, გულშემატკივარი რომ გალახეს "ფედერაციის საქმოსნებმა", არველაძის მხარდამჭერი დელეგატს რომ არბენინეს მთელი დღე შარდის ჩასაბარებლად, მანდამაინც არჩევნების დღეს, რატომ არ გააპროტესტე? ბიუჯეტის ფულს, ერთი მუჭა შპანა რომ ჭამს, კლუბების განვითარების ეგიდით, განსაკუთრებით ქვედა ლიგებში-გააპროტესტე? შევარდნაძის დროს, ბორის პაიჭაძის სტადიონი, ავეჯის ბაზრობად რომ იყო გადაქცეული, მაშინ სად იყავი?!
სოსო
შენ სტალინი ხარ თუ არსენა?ორივე სახელით წერ?ჯერ კიდევ როდის,ლივერპულთან მატჩის ღამეს,სასტუმრო ივერიის წინ მოიქცნენ ასე,ქართველი ფანები და ლივერპულმა,ამის გამო უეფაში გვიჩივლა.0-3 წაგება,მაგას დააბრალეს.
Levani
ნუ გაატ..კეთ ახლა. ყველა მთავრობა იჯდება ლოჟაში და ფედერაციის საძმაკაცო-ეს ნორმალურია,კაცმა რო გკითხოთ კომუნიზმი არ გევასებათ და პირდაპირ ბილშევიკობთ აქ-კალაძე რატო ზის ლოჟაში და დემეს ბილეთი რატო შეხვდა. ოღონდ რამე საკირკიტო ნახოთ და.. წინა მთავრობის დროს სკას სტადიონი რო დაანგრიეს,ფიზკულტურული რო გაანადგურეს კრინტი არ ამოგიღიათ.
სტალინი
ქომაგებო, ქართველებო თუ გვინდა რომ ადვილად მოუგოთ ბერძნებს. ამაღამ 2-საათზე ბერძნების სასტუმროს წინ,მარტყოფის ველზე დავცხოთ გამაყრუებელი ყიჟინა....ხმაური,ქართული სიმღერები.ცეკვები გნიასი.დოლი.დუდუკი.გიტარა.ზურნა და ასე შემდეგ რომ მეტოქე არ დავაძინოთ მოსვენება არ მივცეთ მთელი ღამე და დღე...გარწმუნებთ უეჭველი მოუგებთ...
David
ეჭვიც არ მეპარება რომ რაღაც ჯგუფი დგას ამ ბილეთების უკან და ძარცვავენ ადამიანებ. ხელში ჩაუვარდათ პროდუქტი რომლის ფასიც არნახულ მოგებას იძლევა. უბრალოდ კეთილი ნებაა საჭირო და ერთ დღეში შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.მფლობელის ვინაობა უნდა შეამოწმოს კონტროლმა რაც ბილეთზე არის მითითებული
გურჯი
ესენი ამ ახალ თაობას არ უნდა გააკარო თორემ გააფუჭებენ
სხვა რამ თქვა
ნახევარ მილიონ კაცს უნდოდა ბილეთის ყიდვა, ასეთი რამ არ ყოფილიაო. (რამდენად ეგრეა ეგ რთული გადასამოწმებელია) წაკითუხლის შინაარსიდან აზრის გამოტამაში სამართლიანად ვართ ევროპაში ბოლო ადგილზე.
ATP 16
დემე შენ იმაზე ილაპარაკე, მაგ საუკუნის მატჩი შავბაზარზე გატანილი ბილეთებიდან, რამდენი უნდა შეგხვდეს?! კაციშვილი რომ ხმას არ იღებთ, არც ფედერაცია და არც მთავრობა, რომ გკითხოთ კაცმა ხაზარაძესთან(თი-ბი-სი) ბანკთან და ნაცებთან(მთავარ სპონსორთან) დაპირისპირება გაქვთ და პირველი ბილეთებს ყიდის და მეორე მთავარი სპონსორია. რაც თქვენ ამ ბილეთებზე იკადრეთ, იმედია ნაკრების თამაშზე არ აისახება ეგ ნეგატიური მუხტი და მე ვენაცვალე იმათ მარჯვენას, ვინ გადამყიდველები სცემა გუშინ. არ იყიდოთ მათგან არცერთი ბილეთი, ვანახ ერთი რა მოგებაზე გავლენ!!!
3-1
გიორგი ბატონო, შენ ხომ უცებ იშოვე ბილეთი, საიტმა ხომ არ გამოგაგდო? )) მოკითხვა სამთავრობო ლოჯაში მსხდომთ უკლებლივ!
წიგნები მაინც იკითხე გიორგი
ვესტ - ჰემთან იყო ყველაზე მეტი, 90-100 ათასამდე, თუ არ ვცდები.
პავლოვიჩი
დემეტრაძეეე....თასების თასი ტიტულია. 50 000 -ში ნაკრების თამაშები იგულისხმა. ძალიან უნდა გაგვიმართლოს,რომ გავიდეთ.
მაცი ხვიტია
შე უტვინო დემეტრაძე, რაა პირველად ისტორიაში, 55 ათასი? დინამო-ივერპულის მატჩისას 75-ათასიან სტადიონზე, 100-ათასი მაყურებელი ესწრებოდა. თუმცა სად შენ და სად ისტორია, თქვენ მხოლოდ დღევანდელობით, ერთი დღით ცხოვრობთ.
zviadi
მაკედონია სათვალავში აღარაა?

შენ უპრობლემოდ იჯდები შენი ძმაკაცის გვერდით. იმათ ვიკითხოთ, ვინც გადამყიდველები არა ვართ და შვილები ვერ მიგვყავს სტადიონზე. დიდ ეკრანზე თქვენ უყურეთ წვიმაში და სიცივეში
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ
[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
"მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე