იაპონელებმა ჰალილჰოჯიჩს ნაკრების მუნდიალზე გაყვანა "დაუფასეს" და მოხსნეს

AutoSharing Option
65 წლის ბოსნიელმა მწვრთნელმა ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა იაპონიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე კი გაიყვანა, მაგრამ ტურნირის დაწყებამდე ორი თვით ადრე სამუშაოდან დაითხოვეს.

მის შემცვლელად აკირა ნისინო დანიშნეს. ჰალილჰოჯიჩამდე ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებს ალბერტო ძაკერონი და ხავიერ აგირე წვრთნიდნენ.

იაპონია ჯგუფში პოლონეთთან, სენეგალთან და კოლუმბიასთან მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული