OkDiario: გადაწყდა - "რეალი" ნეიმარს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ 300 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
OkDiario-ს უფროსი საფეხბურთო ექსპერტი ედუარდო ინდა ირწმუნება, რომ "რეალმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ნეიმარის ტრანსფერი გაჩარხა.

"თუ რაიმე გაუგებრობა არ მოხდა, ნეიმარი მომავალ სეზონში "სამეფო გუნდში" ითამაშებს. ნეის მადრიდული კლუბი დაახლოებით 20-25%-ით იმაზე ძვირად შეიძენს, რამდენიც პსჟ-ს მისი ყიდვა დაუჯდა. 260-300 მილიონად.

ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს სიამოვნება "პარი სენ ჟერმენს" 222 მილიონი დაუჯდა, პლუს 40 მილიონი ფეხბურთელის მამას გადაუხადეს.

საფეხბურთო აგენტმა პინი ზახავიმ უკვე ყველაფერი მოაგვარა და ამას მუნდიალის დაწყების წინ გამოაცხადებენ", - განაცხადა ინდამ.

ედუარდომ ისიც თქვა, რომ ბრაზილიელ ფორვარდს ლუკა
მოდრიჩის 10-ნომრიან მაისურს გადასცემენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ერტი წლის მერე გაანატხოვრებენ ლეგანესში
gaza
00:44 10-05-2018
2
ამ წანწალში ბოლოს ისე გააბანძებენ თბილისის დინამოშიც აღარ ივარგებს.
BARSA CHAMPION
11:57 09-05-2018
6

სიახლეები პოპულარული