ირლანდიის პირველ დივიზიონში უჩვეულო გოლი გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ირლანდიის ჩემპიონატზე "კაბინტილისა" და "გოლუეი იუნაიტედის" მატჩისას მართლაც უცნაური გოლი გავიდა.

სტუმართა გუნდის მეკარემ 89-ე წუთზე ბურთი ხელში აიღო, შემდეგ მიწაზე დადო, ბუცებზე თასმები შეიკრა და ისევ აიღო ხელში. ეს კი წესების დარღვევაა და მსაჯმა თავისუფალი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, რომელიც მასპინძლებმა სწრაფად გაათამაშეს და გოლი გაიტანეს.

თუმცა, შეხვედრა მაინც "გოლუეი იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა (2:1).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული