ფეხბურთელი ხვალ 25 წლის ხდებოდა, თავის ყოფილ გოგონასთან, ელიზა ამატოსთან მივიდა და ურთიერთობის აღდგენა სთხოვა, მაგრამ 29 წლის ელიზამ უარი უთხრა და ჩხუბი დაიწყო.
მეზობლებმა პისტოლეტის გასროლის ხმა გაიგეს და პოლიციაში დარეკეს, მაგრამ სანამ ისინი შემთხვევის ადგილას მივიდნენ, ფედერიკომ ელიზა მოკლა, მისი გვამი მანქანით წაიღო და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მათი გვამები ქალაქ პიზას მახლობლად იპოვეს.
ძინი ადრე მონღოლეთში, მალტაში, ფილიპინებსა და ბულგარეთში თამაშობდა.