მოსკოვში ნვანკვო კანუს 11 ათასი დოლარი მოპარეს

AutoSharing Option
მოსკოვის "შერემეტევოს" აეროპორტში "არსენალისა" და ნიგერიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ნვანკვო კანუ გაქურდეს.

კანუ ლონდონიდან მოსკოვში ჩაფრინდა, რათა კალინინგრადში გადაფრენილიყო, სადაც 16 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი ქვეყნის ნაკრები ხორვატიას ხვდება.

ქურდები დაიჭირეს, ისინი აეროპორტის მტვირთავები აღმოჩნდნენ და მათ 11 ათასი დოლარი მოიპარეს, რომლის დახარჯვაც ვერ მოასწრეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული