პსჟ-ს დანი ალვეში აღარ სჭირდება და მისი შეძენა "სევილიას" შესთავაზა

AutoSharing Option
10 წლის შემდეგ ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში შეიძლება "სევილიაში" დაბრუნდეს.

35 წლის დანი ალვეში არ შედის გუნდის ახალი მწვრთნელის, ტომას ტუხელის გეგმებში და პარიზულმა კლუბმა მისი ყიდვა "სევილიას" შესთავაზა.

დანის "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი გაისად უმთავრდება და მუხლქვეშა მყესის ტრავმის გამო 6 თვე გაუცდება.

"სევილიას" მწვრთნელი პაბლო მაჩინი და სპორტული დირექტორი ხოაკინ კაპაროსი ალვეშის გუნდში დაბრუნებას განიხილავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული