"ვინაა აღფრთოვანებული ისლანდიის ნაკრების თამაშით? ვიცი, ასეთი ბევრია, მაგრამ მე არ მესმის, როგორ შეიძლება ეს მოგწონდეთ. ვუყურე მათ თამაშს არგენტინასთან. რა თქმა უნდა, ოყოჩაღეს, მაგრამ ისლანდიელებს შედეგის მისაღწევად სხვა გზა არ ჰქონდათ.
მითხარით, როგორ შეიძლება განადგურებული გზით აღფრთოვანებული დარჩე? ეს ხალხი იმისათვის ჩამოვიდა, რათა ყველას ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალონ. ეს რაღაც კედელია, რომელიც ტანკის ან ქვემეხის გასროლას წინ უნდა აღუდგეს. ვინ დარჩება ამ კედლით აღფრთოვანებული?