ერთი თვის წინ ედენ აზარის მამამ თავისი შვილის შეძენა "რეალს" შესთავაზა

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველი ედენ აზარი "რეალში" აპირებს გადასვლას.

"მარკას" ცნობით, ერთი თვის წინ ედენ აზარის მამამ, ტიერიმ "რეალთან" აწარმოა მოლაპარაკება და თავისი შვილის შეძენა შესთავაზა. ეს "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

ტიერიმ "რეალს" აცნობა, რომ რადგან "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს, მისმა შვილმა 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

"ბლანკოსი" კი, მიუხედავად გუნდიდან მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის წასვლისა, აზარს ნეიმარის ალტერნატივად განიხილავს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული