"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, თავად ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში გადაბარგების წინააღმდეგი სულაც არაა.
"არისტოკრატები" თანახმანი არიან, ვილიანი 80 მილიონ ევროდ გაყიდონ, "ბარსა" კი, მისი ასაკის გათვალისწინებით (აგვისტოში 30 წლის გახდება), 50 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.
ადრე იუწყებოდნენ, რომ ვილიანის სამსახურით "მანჩესტერია" დაინტერესებული.