რუსული მითი ალეკსანდრ გოლოვინის დიდი ფეხბურთელობის შესახებ - ანუ "იუვენტუსის" მაგივრად "ვიტესში"

AutoSharing Option
რუსული სპორტული მედია პოსტსაბჭოთა სივრცეში საკმაოდ გავლენიანია და ბუნებრივია, თავის ფეხბურთელებს აპიარებს. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, იქ გავრცელებული ინფორმაციების ჩვენთანაც სჯერათ.

ასე მაგალითად, ერთი ამბავი ატყდა, როდესაც რუსულ საიტებზე დაიწერა, თითქოს ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველის, ალეკსანდრ გოლოვინის სამსახურით თვით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული. ეს ინფორმაცია ბევრმა აიტაცა და მერე იუწყეს, რომ ამ ფეხბურთელს სხვა ევროგრანდებიც ახევენ კალთებს, ოღონდ მათთან სატრანსფერო ბრძოლაში "იუვეა" დაწინაურებული.

შემდეგ, როგორც გაირკვა, გოლოვინის შეძენა არც ბიანკონერის და არც რომელიმე სხვა დიდ ევროპულ გუნდს აზრადაც არ
მოსვლია და ახლა უნდათ, "ჩელსის" პრეზიდენტს, რომან აბრამოვიჩს 27 მილიონ ფუნტად აყიდინონ, ხოლო თუ ეს ასე მოხდა, "არისტოკრატები" ალეკსანდრს ერთწლიანი იჯარით "ვიტესში" გაუშვებენ, რომელიც ბევრის მტკიცებით, "ჩელსის" ფარმ-კლუბია და ახლახან ცსკა-ს ყოფილი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი ჩაუდგა სათავეში.

ცნობისათვის, აბრამოვიჩის "რეკომენდაციით" სლუცკი 2017 წლის 5 აგვისტოს "ჰალის" მენეჯერად დაინიშნა, მაგრამ გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო 3 დეკემბერს სამსახურიდან დაითხოვეს.

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ გოლოვინი დათანხმდა "ვიტესში" გადასვლას, ოღონდ იმ პირობით, თუ გაისად "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაპირდებიან. ეგაა და ეგ - ყველაფერს ნუ დაუჯერებთ რუსულ მედიას.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ და გოლოვინი მიხედავს თავის თავს.
კახა ქირია
14:00 05-07-2018
0
თქვენ ზღაპრები და ბაქი ბუქი ვინმესი გიკვირთ?არაბიძე ცხრაჯერ გაყიდეთ და კიდე რამდენი?თან ეს ქილიკი არგიხდება უბრალო მიზეზის გამო(სპორტული ჟურნალისტის სახელი გაქვს დარქმეული საკუთარ თავზე)
euhh
16:09 04-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული