უეფა რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე არ დააბრუნებს

AutoSharing Option
უეფას წარმომადგენლები აღმასკომის სხდომაზე რუსეთის ფეხბურთის კავშირის წევრებს შეხვდებიან, მაგრამ სანქციებს არ მოუხსნიან, - იტყობინება Sky Sports-ი.

რუსულ ნაკრებებსა და გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის უფლებას მხოლოდ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ დართავენ.

ამას გარდა, ევროპის სუპერთასი ყაზანში არ ჩატარდება და უეფა მატჩის გამართვისთვის სხვა ქალაქს შეარჩევს.

შეგახსენებთ, ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრებები და გუნდები საერთაშორისო ტურნირებიდან 2022 წლის 28 თებერვალს მოკვეთა და ვერდიქტი ძალაში შემდგომ შეტყობინებამდე იქნება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამათ ცოტა ხო არ აკლიათ რა განხილვა რის განხილვა საერთოთ უნდა აუკრდზალონ ფეგბურთის თამაში ეგენიც მონაწილეები არიან ფაშისტების მხარდაჭერაში მოსკოვში უნდა ჩამოვარდეს ბომბები და მერე მიხვდებიან რასაც აკეთებენ
დავით
02:29 25-01-2023
3
რაა თქმა უნდა მაგათთვის ტკბილია რუსული ფული მაგრამ მსოფლიო რეზონანსის შეეშინდათ და აიმტომ თქვეს (ჯერჯერობით) უარი რუსულ მილიონებზე მაგრამ გავა 2-3 წელი და მაინც დაუშვებენ --ფული ბაბააა ბევრი ფულიიიიიი !!
zura222
22:35 24-01-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული