SportMediaset: ეს უკვე რეალურია - მაროტა მადრიდში გადაფრინდა. "იუვენტუსი" რონალდოს 9 ივლისს წარადგენს?

AutoSharing Option
SportMediaset-ი ირწმუნება, რომ "იუვენტუსი" ცდილობს, რაც შეიძლება მალე გაჩარხოს "რეალთან" თავდამსხმელ რონალდოს ტრანსფერი.

დღეს კლუბის ხელმძღვანელებმა შვებულება შეაწყვეტინეს მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის და საგანგებო კრება ჩაატარეს.

ამ კრებაზე ის საკითხები განიხილეს, რომელთა გადაწყვეტა პორტუგალიელთან კონტრაქტის გასაფორმებლადაა აუცილებელი.

ამის შემდეგ "იუვეს" გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა და სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მადრიდში გადაფრინდნენ.

გამოცემის მტკიცებით, "ბებერი ქალბატონი" რამოდენიმე საათში იმედოვნებს საკითხის გადაწყვეტას და ფეხბურთელის პრეზენტაციას 9 ივლისს გეგმავს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს სიამოვნება ბიანკონერის 100 მილიონი ევრო დაუჯდება და კრიშტიანოს სეზონურ გასამრჯელოდ
30 მილიონს დაუნიშნავს.

altAS: კრიშტიანო რონალდომ "იუვენტუსთან" ხელფასი შეათანხმა

altლუჩიანო მოჯი: ჩემი აზრით, "იუვენტუსმა" რონალდო უკვე იყიდა და მან სამედიცინო შემოწმებაც გაიარა

altMarca: კრიშტიანო რონალდო ტურინში სახლს ეძებს




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული