გოლოვინი აბრამოვიჩმა არ იყიდა და რიბოლოვლევს შეაძენინებენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსებმა მაგარი რეკლამა გაუკეთეს ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველს ალეკსანდრ გოლოვინს, დაწერეს, რომ "იუვენტუსი" იწვევდა, რაც რა თქმა უნდა, მართალი არ გამოდგა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომან აბრამოვიჩის "ჩელსი" შეიძენდა და "ვიტესში" გაანათხოვრებდა, რომლის თავკაცი გოლოვინის ყოფილი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკია.

არმიულმა კლუბმა და ფეხბურთელმა ამაზე თანხმობა განაცხადეს, ოღონდ იმ პირობით, თუ იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ "არისტოკრატთა" ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი ექნებოდა. მოკლედ, ეს ვარიანტი ჩაიშალა და ახლა იუწყებიან, რომ "მონაკო" 35 მილიონ ევროდ შეიძენს.

ცნობისათვის, ცსკა-ს ყოფილმა მწვრთნელმა
გენადი კოსტილევმა თქვა, ნახევარმცველი არასტანდარტული უნდა იყოს, გოლოვინი კი ცოტა სწორხაზოვანი მოთამაშეა და საზღვარგარეთულ გუნდში დამკვიდრება გაუჭირდებაო.

გეცოდინებათ უთუოდ, მონეგასკური კლუბის პატრონი დმიტრი რიბოლოვლევია. ჰოდა, რა მაგის პასუხია და მოდი და ნუ დაეთანხმები ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს, რომელიც ამბობს:"ჰაჰაჰა. რავარი მაგარი "პადერჟკა" ცოდნიათ რუსებს".

ერთი სიტყვით, რუსები თავიანთ ფეხბურთზე და ფეხბურთელებზე ზრუნავენ და კარგი იქნებოდა, ჩვენს ფეხბურთსა და ფეხბურთელებზეც ზრუნავდეს ვინმე.

altრუსული მითი ალეკსანდრ გოლოვინის დიდი ფეხბურთელობის შესახებ - ანუ "იუვენტუსის" მაგივრად "ვიტესში"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული